ევროპარლამენტარები „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების ავტორები ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების“ კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების გამო და აღნიშნავენ, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და სტანდარტებს, და ძირს უთხრის საქართველოს პროევროპულ გზას.
„საქართველოს ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიულ რეფორმებში და ქვეყნის ევროკავშირში წევრობის განცხადების მომზადებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ სამოქალაქო საზოგადოების როლის დისკრედიტაციისა და შეზღუდვის შემდგომი მცდელობებისგან, და, პირიქით, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის გარემოს შექმნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად, მიზანს, რომელსაც ძალიან ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, დაგეხმაროთ მიღწევაში”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 16 ევროპარლამენტარი აწერს ხელს:
- პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიეტუვა)
- მაიკლ გალერი (გერმანია)
- სვენ მიქსერი (ესტონეთი)
- ვიოლა ფონ კრამონი (გერმანია)
- ანა ფოტიგა (პოლონეთი)
- ნატალი ლუაზო (საფრანგეთი)
- ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა)
- მარინა კალიურანდი (ესტონეთი)
- ჰილდე ვაუტმანსი (ბელგია)
- მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი)
- ტეის როიტენი (ნიდერლანდები)
- მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი)
- კარენ მელქიორი (დანია)
- რაფაელ გლუქსმანი (საფრანგეთი)
- ურმას პაეტი (ესტონეთი)
- იუოზას ოლეკასი (ლიეტუვა)