აშშ ირანის ოფიციალურ პირებს ქალთა უფლებების დარღვევის გამო სანქციებს უწესებს

აშშ-მ ირანის ოფიციალურ პირებს ქალთა უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა.

სიაშია ირანის გენერალური პროკურორის მოადგილე.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში წერი, რომ ირანის ციხეები ცნობილია პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობით და სიკვდილის შემთხვევებით. ქალი პატიმრები კი, განსაკუთრებით ხდებიან სექსუალური ძალადობის, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლნი.

სასანქციო სიაში არიან ირანის პენიტენციური სისტემის მაღალი რანგის პირები - პროვინცია ალბორზის ციხეების უწყების ხელმძღვანელი ალი ჩეჰარმაჰალი და პროვინცია დასავლეთის აზერბაიჯანის ორუმიეს ცენტრალური ციხის უფროსი დარიუშ ბახში.

ირანში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის სექტემბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციის მიერ დაკავებული უფლებადამცველი მაჰსა ამინი გარდაიცვალა. ჯარებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს.