მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე აცხადებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე ვესაუბრე, რომლებიც ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების სურვილს ეწინააღმდეგება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი,“- წერს ამერიკელი მაღალჩინოსანი „ტვიტერზე“.