მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს, დილის 4 საათზე, გუმათჰესის დასახლებაში, ცეცხლი გაუჩნდა ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს, სადაც ინახებოდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ENKA ავრცლებს.
გავრცლებული ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის უწყებებს.
"წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილია ხანძრის სამი კერა, რომელიც ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიის ზარალი სოლიდურია.
ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.