ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოდან, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯი. არა რუსულ კანონს“, – წერს კრამონი.
ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.