ზურაბ ჯაფარიძისა და პარლამენტთან დაკავებული სხვა პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

პარლამენტთან დაკავებული, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

  • მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამასთან, 7 მარტს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი სხვა მანიფესტანტების სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

7 მარტს დაკავებულების სულ სამი პროცესი გაიმართა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს 2 000 ლარიანი, ხოლო მეორეს, 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ადვოკატის შუამდგომლობით პროცესი გადაიდო.

პოლიცია რუსთაველზე აქციის დაშლას 7-8 მარტს წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით ცდილობდა.