ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5933 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7398 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7690 ლარს შეადგენდა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1368 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 10 მარტიდან შევა ძალაში.