BioNTech-ი ევროკავშირს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 75 მილიონ დოზას მიაწვდის

კომპანია BioNTech-ი ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 75 მილიონ დოზას მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„მეორე კვარტალში, ევროკავშირისთვის ვაქცინის დამატებით 75 მილიონამდე დოზის მიწოდება იქნება შესაძლებელი. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ 50%-ზე მეტით გავზრდით მანამდე დაგეგმილი 1.3 მილიარდი დოზის წარმოებას“, - აღნიშნა კომპოანიის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა, ზირკ პოეტინგმა.

როგორც პოეტინგმა განაცხადა, მიმდინარე წლის განმავლობაში, კომპანია ვაქცინის 2 მილიარდი დოზის გამოშვებას გეგმავს.