პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი შეჩერდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი შეწყვეტილია, მიზეზი ნიკა მოსიაშვილის დამძიმებული მდგომარეობაა.

მოსიაშვილის მძიმე მდგომარეობის გამო ადვოკატები მოსამართლეს შესვენების გამოცხადებას 2 საათის განმავლობაში სთხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსიაშვილმა გონება დაკარგა. 

შეგახსენებთ ჯაფარიძე და მოსიაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 7 მარტის ღამეს, აქციის დარბევისას დააკავეს. პოლიციამ მათი მისამართით ფიზიკური ძალა გამოიყენა. ადვოკატის ინფორმაციით, ჯაფარიძეს დუბინკებით მიყენებული დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო.