მიანმარში სამხედრო ძალებმა მმართველი პარტიის ლიდერი და რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ძალაუფლება ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, უფროსმა გენერალმა- მინ აუნგ ჰლეინიმ გადაიბარა.
ადგილობრივი სამხედრო ტელევიზიის ცნობით, სამხედრო ძალებმა ქვეყნის მაღალჩინოსნები, "ნოემბრის არჩევნების გაყალბებისთვის" დააკავეს.
დაკავებულებს შორის ნობელის პრემიის ლაურეატის აუნგ სან სუ ჩია.
დასავლეთი მომხდარ სამხედრო გადატრიალებას გმობს.