მიანმარში მომხდარ გადატრალებას გაერო და დასავლური ქვეყნის ლიდერები გმობენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერესის თქმით, მიანმარში მომხდარი მოვლენები "სერიოზულ ზიანს აყენებს დემოკრატიულ რეფორმას“, მან მოუწოდა ლიდერებს, უკანონოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ.
„მოვუწოდებთ მიანმარის სამხედრო ლიდერებს, პატივი სცენ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს“, - აცხადებს აშშ-ის პირველი დიპლომატი, ენტონი ბლინკენი.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარის პეინი მოუწოდებს სამხედრო ლიდერებს, რომ კანონს პატივი სცენ.
მიანმარის მედიის ცნობით, ძალაუფლება ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, უფროსმა გენერალმა, მინ აუნგ ჰლეინიმ გადაიბარა. სამხედრო ძალებმა მმართველი პარტიის ლიდერები დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოაცხადეს.