პარლამენტმა 10 მარტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. კენჭისყრის დროს 35-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.
ე.წ. მწვანე ღილაკს „ქართული ოცნებიდან" მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ დააჭირა ხელი.
კენჭისყრის შედეგები
„ნაციონალური მოძრაობა“ - 14;
ლელო - 2;
რეფორმების ჯგუფი - 5;
გირჩი - 2;
მოქალაქეები - 1;
ფრაქციის გარეშე - 11;
„ქართული ოცნება“ [დიმიტრი სამხარაძე] - 1.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ
„ქართული ოცნება“ - 60;
„ევროპელი სოციალისტები“ - 2;
გირჩი - 2.
განახლება: საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი სამხარაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერია და ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა.