პარლამენტმა საგანგებოდ მოწვეულ ხანმოკლე პლენალურ სესიაზე ჩააგდო ე.წ. „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი, რომელიც სამი დღის წინ პირველი მოსმენით მიიღო.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტს ერთი მომხრე ჰყავდა, 35 კი, წინააღმდეგ წავიდა. სხდომას 112 კანონმდებელი ესწრებოდა.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს 76 ხმით მიიღო.
ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ 9 მარტს განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
- რატომ მიიჩნევს მმართველი პარტია, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, საზოგადოებას მისი მიზნები „უკეთ უნდა განემარტოს“
- „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს