პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ ბელორუსთან სახმელეთო საზღვრის გამაგრება დაიწყო, მათ შორის ე.წ. „ტანკსაწინააღმდეგო ზღარბების“ მოწყობით
„დღეს ჯარისკაცებმა დაიწყეს თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა. ეს არის ჩვენი თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიის ნაწილი", - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.
პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე 5 მეტრი სიმაღლის ბარიერი გასულის წლის ზაფხულში ააგო. მისი სიგრძე თითქმის 190 კმ-ია.