"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თბილისში 7 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციამ დააკავა. მისი სასამართლო სხდომა გუშინ, 9 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ვერ ის და ვერც მასთან ერთად დაკავებულ თავს კარგად ვერ გრძნობდნენ, სხდომა გადაიდო.
ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.