არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო გასულ კვირაში მოარეცხინეს.

ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.