FT: უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი მიიღო

უკრაინამ აშშ-სა და გერმანიის მიერ დაპირებული ორი პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან ერთ-ერთი  მიიღო, მაგრამ ის ჯერ არ ფუნქციონირებს, იუწყება Financial Times-ი. 

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სარაკეტო-საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ადრე შეთანხმდნენ.

გერმანია უკრაინას დაჰპირდა, რომ დამატებით გადასცემდა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ბატარეას მას შემდეგ, რაც კიევი აშშ-სგან, ხსენებულ სისტემას მიიღებდა.