112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია.

მათივე ცნობით, ცენტრი გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს შეუფერხებლად იღებს.