პრემიერი: ქვეყანა აქტიურად ემზადება ტურისტული სეზონისთვის

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა აქტიურად ემზადება ახალი ტურისტული სეზონის შესახვედრად.

როგორც დღეს, წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეს ბაღების“ სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერებისას გახარიამ აღნიშნა, სამწუხაროა ზამთრის სეზონის ჩავარდნა, თუმცა შეზღუდვების დროული დაწესებით და შემდგომ უკვე ეტაპობრივი, გათვლილი მოხსნით, სახელმწიფო ზაფხულის ტურისტულ სეზონს უფრო მეტად გახსნილი შეხვდება.

"მოქალაქეთა დასაქმება, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით ბიზნესს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რათა ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას. გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ობიექტების მშენებლობა პანდემიის პირობებშიც გრძელდება და ამ სასტუმროს მშენებლობის პროცესი გაზაფხულზე დასრულდება. პრემიერის თქმით,

სამწუხაროა, რომ ზამთრის სეზონი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ჩავარდა. თუმცა შეზღუდვების დროული დაწესებით და შემდგომ უკვე ეტაპობრივი, გათვლილი მოხსნით, ჩვენ ვემზადებით, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონს უფრო მეტად გახსნილი შევხვდეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს, მთავრობის კანცელარიასთან ტურიზზმთან და კვების სექტორთან დაკავშირებული სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნას.

"თუ ხელისუფლება სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნის გადაწყვეტილებას დროულად არ მიიღებს, რეგულაციებს აღარ დავემორჩილებით და მასობრივი დაუმორჩილებლობას დავიწყებთ" - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

როგორც „ზამთრის კურორტების ასოციაციაში“ განმარტავენ, თუ საკოორდინაციო საბჭო დროულად არ მიიღებს გახსნის გადაწყვეტილებას, ეს ბიზნესი ვეღარ გადარჩება, დაინგრევა იქ განთავსებული შენობა-ნაგებობები და ბიზნესი ვეღარ შეძლებს როგორც კომუნალური გადასახადების, ისე საბანკო ვალდებულებების გადახდას.