მედია: გერმანიაში, აფთიაქში მყოფი მძევლები პოლიციამ გაათავისუფლა

გერმანიის ქალაქ კარლსრუეში პოლიცია აფთიაქში შტურმით შევიდა და იქ მყოფი მძევლები გაათავისუფლა. თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა. 

კარლსრუეში უცნობ კაცს აფთიაქში ორი მძევალი ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი.