თემურ წიკლაური გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისმა შვილიშვილმა ანდრო გოგიბედაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.