აზერბაიჯანმა ირანს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„11 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ აბას მუსავი დაიბარეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას გადაეცა შესაბამისი საპროტესტო ნოტა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2023 წლის 11 მარტს, 09:44 საათიდან 10:26 საათამდე, ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო თვითმფრინავმა აზერბაიჯან-ირანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, ზანგილანის რაიონის მიმართულებით ფრენა განახორციელა ბილასუვარის რაიონამდე და უკან დაბრუნდა.