ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის აფეთქების შედეგად ზაპოროჟიეს ოლქში 2 ბავშვი დაშავდა

უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში დონეცკის რეგიონში რუსეთის ძალებმა ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და კიდევ ოთხი დაჭრეს.

„რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 11 მარტს რუსებმა დონეცკის რეგიონის ორი მცხოვრები მოკლეს: კოსტიანტინივკასა და ტონენკეში. რეგიონში კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა", - წერს დონეცკის რეგიონულისამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო.

კირილენკოს თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია, მაგრამ ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება.

ამასთან, ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, რომ 11 მარტს ორმა ბავშმა დაზიანებები ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ნოვოივანივკაში, კერძო საცხოვრებელში ასაფეთქებელი ნივთის აფეთქების შედეგად.

პოლიციის ცნობით, ბავშვებმა ქუჩაში უცნობი ცილინდრული ნივთი იპოვეს და სახლში მიიტანეს. ობიექტთან თამაშის დროს ის აფეთქდა.

წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, ეს RKG-3 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარაა.