უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინისთვის გაცემული დახმარება არის ინვესტიცია გლობალურ მშვიდობაში და საერთაშორისო მხარდაჭერით, უკრაინას შეუძლია, დაამარცხოს რუსეთი მიმდინარე წელს.
შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის საწარმოთა ინსტიტუტის მსოფლიო ფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას გააკეთა.
„ჩვენმა მამაცმა ჯარისკაცებმა უკვე მიაღწიეს იმას, რომ რუსული არმია ჩვენ თვალწინ გლობალურ საფრთხედ იქცა. და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს სამუშაო. წელს ამის გაკეთება შესაძლებელია. კაცებისა და ქალების უფლებამ, იყვნენ ბედნიერები და იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით, უნდა გაიმარჯვოს. ამ კრიმინალურმა ომმა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე გაანადგურა. მთელი ოჯახები იღუპება რუსული საარტილერიო დარტყმებითა და სასიკვდილო ირანული დრონებით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.