საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 12 მარტს გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში მოუწოდა ბერლინს, დააჩქაროს საბრძოლო მასალის მიწოდება და დაიწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადება დასავლურ მოიერიშე თვითმფრინავებზე.
კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტი უკრაინის "ნომერ პირველი პრობლემაა" რუსეთის ძალებთან ბრძოლის მცდელობისას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გასულ თვეში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გერმანელმა იარაღის მწარმოებლებმა უთხრეს, რომ მზად იყვნენ მიწოდებისთვის, მაგრამ მთავრობისგან ელოდნენ კონტრაქზე ხელმოწერას.
„ასე რომ, პრობლემა მთავრობაშია“, - ციტირებდა კულებას.
კულებას თქმით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინელი მფრინავების მომზადების შესახებ იქნება „მისი პოლიტიკური ჩართულობის ნათელი გზავნილი“.
მისივე თქმით, მძიმე ბრძოლების მიუხედავად, უკრაინა ბახმუტის დაცვას გააგრძელებს.
„ბახმუტიდან რომ გავიდეთ, მას რუსეთი აიღებს და შემდეგ გააგრძელებს თავდასხმას ჩასივ იარზე, ასე რომ, ბახმუტის მიღმა ყველა ქალაქს შეიძლება იგივე ბედი ეწიოს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.