თურქეთი იმედოვნებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 მარტს ეწურება, გაგრძელდება

თურქეთი იმედოვნებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 მარტს ეწურება, გაგრძელდება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

„ორივე მხარეს (რუსეთსა და უკრაინას) აქვს პოზიტიური დამოკიდებულება და ჩვენ გვჯერა, რომ ეს გაგრძელდება“, - განაცხადა ჰულუსი აკარმა.

თურქეთის ძალისხმევის შედეგად, მარცვლეულის გარიგება 19 ნოემბრიდან კიდევ 120 დღით გაგრძელდა.

გასული წლის ივლისში თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში ხელი მოაწერეს მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას, რომლებიც 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა.