გასული დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურმა აღმოაჩინა და გაანეიტრალა 414 ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ განეიტრალდა 331,674 ასაფეთქებელი მოწყობილობა და 2,891 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის 2,191 საჰაერო ბომბი.
შემოწმდა დაახლოებით 80 318 ჰექტარი ფართობი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ომის შემდეგ უკრაინას სულ მცირე 10 წელი დასჭირდებოდა თავისი ტერიტორიების განსანაღმად.
პირველ მარტს შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ უკრაინის თითქმის მესამედი, გათავისუფლებული და ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, დანაღმულია. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა ამჟამად „მსოფლიოში ყველაზე დიდი დანაღმული ველია“.