გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც გუშინ, ბათუმში, არდაგანის ტბასთან ბატუტის დაზიანების გამო დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბატუტი გუშინ ძლიერმა ქარმა გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად 2 ბავშვი დაშავდა. ერთ-ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.