საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10225-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 348 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5235-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1338-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 66 ადამიანი გარდაიცვალა.