14 მარტის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
შემდგომში გამოიდარებს და 17 მარტამდე სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.
15-16 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 16 მარტისთვის დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.