მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია მეწარმეების პოზიციების გათვალისწინება და რეფორმების გადაწევა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა დღეს, კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისიწნებული რეფორმების განხორციელების ვადებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს, პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მეწარმეების პოზიციების გათვალისწინება იმისთვის, რომ არ მოხდეს დამატებითი ეკონომიკური წნეხი კერძო სექტორზე.

მისი თქმით, ის დაგეგმილი რეფორმების გონივრული ვადით გადაწევის მომხრეა, თუმცა, ვადების გადაწევით მეწარმეების პოზიციის გათვალისწინებაზე უნდა მოხდეს ისე, რომ ევროკავშირი-საქართველოს დაახლოების პროცესი არ დააზიანოს.

„ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გარკვეულწილად საჭიროებს ძირეულ რეფორმებს. ეკონომიკაზე კოვიდ პანდემიის ნეგატიური ეფექტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მეწარმეების პოზიციების მხედველობაში მიღება ამ პროცესში, რათა არ მოხდეს დამატებითი ეკონომიკური წნეხი კერძო სექტორზე.

ჩვენ გვესმის, რომ ერთი მხირვ, 2024 წლამდე მნიშვნელოვანია ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულება, თუმცა მაინტერესებს, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების ფონზე რამდენად გვაქვს რესურსი, რომ მოხდეს რეფორმების აღსულების გონივრული ვადით გადაწევა (თუკი კერძო სექტორთან ერთად ამის საჭიროებას გამოვკეთავთ) ისე, რომ ამან არ დააზიანოს ევროკავშირი-საქართველოს დაახლოების პროცესი“, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.