რუსეთი კვლავ რჩება „ყველაზე მწვავე საფრთხედ“ გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა და თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაფართოებაზე მიუითა.
საუბარია დაახლოებით $6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
„რაც შეიცვალა არის ის, რომ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება ახლა არსებითად არის დაკავშირებული უკრაინის კონფლიქტის შედეგთან”, - ნათქვამია მიმოხილვაში.
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ხარჯებს 6 მილიარდი დოლარით გაზრდის რუსეთისა და ჩინეთის საფრთხეების გათვალისწინებით.
კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა პირობა დადო, რომ გამოიყენებს დამატებით ხარჯებს, რომლებიც ორ წელზეა გათვლილი.