სატელეფონო საუბრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განიხილეს „გამარჯვებისაკენ გზა" განიხილეს.
შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გააკეთა.
„რამშტაინის ფორმატის მოახლოებულ შეხვედრამდე მე მქონდა საუბარი ჩემს დიდ მეგობართან, აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ჩვენი თანამშრომლობისა და გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე“, - წერს რეზნიკოვი.
რეზნიკოვის თქმით, მოკავშირეების ეს ჭეშმარიტი მხარდაჭერა მას მომავლის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად აქცევს.
„სოლიდარობა ბრძოლის ველზე ეფექტიანი ხდება“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
თავდაცვის ორ ლიდერს შორის საუბარი პენტაგონის პრესმდივანმაც დაადასტურა.
გენერალი პეტ რაიდერის თქმით, „მდივანმა ოსტინმა რეზნიკოვს აშშ-ის უსაფრთხოების მხარდაჭერის მცდელობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ მინისტრმა რეზნიკოვმა ოსტინს დეტალურად გააცნო უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენები“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 2023 წლის 15 მარტს გაიმართება.