მთავრობამ დაამტკიცა და შესთავაზა უმაღლეს რადას, შეიტანოს ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც თავდაცვისთვის დამატებით ნახევარ ტრილიონ გრივნაზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას გააკეთა.
მისივე თქმით, ყველა თანხა გამოყენებული იქნება სამხედროებისთვის ფინანსური მხარდაჭერისთვის, თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად და თავდაცვითი აღჭურვილობის შესაძენად, მათ შორის უპილოტო თვითმფრინავების შესაძენად.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს შესაძლებელს და შეუძლებელს ჩვენი მეომრების გასაძლიერებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.