გერმანული კომპანია საქართველოში ბიზნესის გაფართოებით ინტერესდება. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შუა დერეფანში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა უცხოურ კომპანიებს მრავალ საქმიან შესაძლებლობას სთავაზობს.
"გერმანული საკონსულტაციო კომპანია „Schneider Group“, რომელიც ფირმებს ახალი ბაზრების ათვისებაში ეხმარება, აცხადებს, რომ მუდმივად იზრდება სამხრეთ კავკასიის რეგიონით დაინტერესებული კომპანიების რიცხვი. ამიტომ ახლა მანაც გადაწყვიტა ოფისის გახსნა საქართველოში.
მოხარული ვართ, რომ გერმანული ბიზნესის თემი თბილისში ფართოვდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.