ელჩი: სამოქალაქო საზოგადოებისადმი ნიდერლანდების მტკიცე მხარდაჭერა გრძელდება

ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი აცხადებს, რომ საელჩო სამოქალაქო საზოგადოებისადმი მხარდაჭერას განაგრძობს. ელჩი ამ მიზნით, ახალ ინსტიტუტთან ხელმოწერის შესახებ იუწყება.

„ჩვენი საელჩოს მტკიცე მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისადმი საქართველოში, გრძელდება, რადგან ისინი უზარმაზარ აქტივს წარმოადგენენ ქვეყნისთვის და ასევე, რეფორმების პროცესში, ყველას საკეთილდღეოდ. მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერე თანამშრომლობის  შეთანხმებას კამრან აფანდიევთან ახალ ინსტიტუტიდან, რომელიც მარნეულში  ახალგაზრდებთან მუშაობს“, - წერს ელჩი Twitter-ზე.