ჩინეთში, ყალბი ვაქცინების დამზადების გამო, 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ძიანსუს, პეკინისა და შანდუნის პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული მოქალაქეები 3 000-ზე მეტი ყალბი ვაქცინის დამზადებაში მონაწილეობისთვის დააკავეს.
როგორც პოლიციამ დაადგინა, დაკავებულები, 2020 წლის სექტემბრიდან ფიზიოლოგიური ხსნარის საშუალებით ყალბ ვაქცინებს ამზადებდნენ და მაღალ ფასად ყიდდნენ, რის შედეგადაც დიდი ფინანსური სარგებელი ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეებს, რომლებიც დაკავშირებულია ყალბი ვაქცინების დამზადებასა და რეალიზაციასთან, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო იძიებს.