საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა Twitter-ზე დაწერა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე.
საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განვაცხადე, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპისკენ. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე. მნიშვნელოვანია ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება”, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.
„დღეს ჩვენი სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა კარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია“, - განაცხადა თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე განთავსებული პოსტით.