საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვას ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე გააზიარა ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას პოსტი.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად განვიხილე საქართველოში მიმდინარე მოვლენები. დავუდასტურე ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მცდელობებში. ლიეტუვა მზადაა, დაეხმაროს საქართველოს საჭირო რეფორმების გზაზე“, - აღნიშნა ნაუსედამ.