„ჩვენი გაზის ექსპორტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპით. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ექსპორტს თურქეთსა და საქართველოში, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზრებია. ამიტომ, ახალი კონტრაქტები უნდა გაფორმდეს ევროპაში გაზის მიწოდებისთვის“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გაზი ამჟამად მიეწოდება თურქეთს, საქართველოს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და იტალიას.
მისივე თქმით. რუმინეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წელს დაიწყო.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ უნგრეთს გაზი მიმდინარე წლის ბოლოს მივაწოდოთ. ჩვენ ახლა დავიწყეთ მოლაპარაკებები ალბანეთის მთავრობასთან ალბანეთის გაზმომარაგების ქსელის შექმნასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ჩეხეთი, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია და სხვა ქვეყნები არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მოგვმართეს“, - აღნიშნა ალიევმა.