უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუგანსკის, ოდესის და ხმელნიცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განკარგულებები სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სერჰი გაიდაი ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მაქსიმ მარჩენკო ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
სერჰი ჰამალი ხმელნიცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.