მესტიაში, სასტუმრო „ფოსტა" დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მთლიანად დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.
მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.