კოვიდგადატანილმა პაციენტებმა ვაქცინა მხოლოდ 3 თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ

"კოვიდგადატანილმა პაციენტმა ვაქცინა მხოლოდ 3 თვის შემდეგ უნდა გაიკეთოს" - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ 3 თვის განმავლობაში ხელახალი ინფიცირებისგან პაციენტები ისედაც გარანტირებულად დაცულნი არიან და ვაქცინის გაკეთება ამ პერიოდში, სწორედ ამიტომ არ სჭირდებათ.

მისი თქმით, პირადად მან კორონავირუსი თვენახევრის წინ გადაიტანა და ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს როგორც კი ინფიცირებიდან სამი თვე შესრულდება.

." არის კანონი, რომ კოვიდგადატანილმა პაციენტმა, გადატანიდან 3 თვე არ უნდა გაიკეთონ ვაქცინა. შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ჯერ მათ გაიკეთონ ვაქცინა, ვისაც გადატანილი არ აქვს ვირუსი. ეს ჩემზეც ვრცელდება, მე დაახლოებით, თვენახევრის წინ გადავიტანე კორონავირუსი, 3 თვის შემდეგ კი, მე პირველი ვიქნები, ვინც ვაქცინას გაიკეთებს. მეორე მხრივ კი, მანამდე, მე სხვას დავუთმობ და მხოლოდ ამის შემდეგ გავიკეთებ," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.