უკრაინული მედიის ცნობით, ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის ამ დღეს რუსმა დამპყრობლებმა ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლის დრამატულ თეატრში, სადაც ასობით ადამიანი იმალებოდა, შენობის გარეთ კი ეწერა - „ბავშვები“.
ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს ყველაფერზე, რაც ჩაიდინა“.
„ერთი წლის წინ, რუსეთმა შეგნებულად და სასტიკად ჩამოაგდო ძლიერი ბომბი მარიუპოლის ცენტრში მდებარე დრამატულ თეატრში. შენობის გვერდით იყო წარწერა - "ბავშვები", რომლის შეუმჩნევლად დატოვება შეუძლებელი იყო. იქ ასობით ადამიანი იმალებოდა დაბომბვისგან", - განაცხადა ზელენსკიმ.
„ეტაპობრივად ჩვენ მივდივართ იმისკენ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ სრულად აგოს პასუხი იმისთვის, რაც გაუკეთა ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელიც თავშესაფრად გამოიყენებოდა, რუსული ავიაციის მიერ 2022 წლის 16 მარტს დაინობმა. სულ მცირე 300 ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად.