პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 პირი დააჯარიმა, მათ შორის „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი ზურა მახარაძე, რომლებსაც 1000-1000 ლარის გადახდა მოუწევთ.
ამ ინფორმაციას რამდენიმე ქართული მედიასაშუალება შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება 14 მარტს დაიწყო.
მანამდე, პრორუსული ორიენტაციის, „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.