ბელგია უკრაინას Volvo-ს 240 სამხედრო სატვირთო მანქანას გადასცემს, პირველი პარტია კი მომავალ კვირას გაიგზავნება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება ბელგიური გაზეთი De Standaard-ი.
ამ სატვირთო მანქანის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მათი შეკეთება და შენარჩუნება შედარებით მარტივია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს არ დასჭირდებათ დამატებითი ტრენინგი მათი გამოყენების ან ძირითადი რემონტის განსახორციელებლად.
„ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა განაცხადა, რომ სატვირთო მანქანების მიწოდების გარდა, ბელგია გაგზავნის 100 ინსტრუქტორს უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად“, - წერს De Standaard-ი.