სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა დაამტკიცა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია News.am-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

„ვაქცინა ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით, რუსეთში სამი ფაზის კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე, სომხეთში დამატებითი კვლევების გარეშე დაამტკიცა",- აცხადებს რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდი.