საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5800 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5832 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7425 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7397 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.