საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს.
საელჩოში განმარტავენ, რომ ისრაელში შემოსასვლელად საჭიროა სპეციალური გაფრენის ნებართვის მიღება, რომელსაც გასცემს სამთავრობო კომისია.
„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სრული ჩაკეტვა გაგრძელდა ა.წ. 5 თებერვლის 7:00 საათამდე. აკრძალვა რეგულარულ ფრენებზე და სახმელეთო საზღვარზე იმოქმედებს 7 თებერვლის 24:00-მდე.
ისრაელში შემოსასვლელად საჭიროა სპეციალური გაფრენის ნებართვის მიღება, რომელსაც გასცემს სამთავრობო კომისია. ყველა მგზავრი ვალდებულია, გაიაროს 12-დღიანი კარანტინი კოვიდ-სასტუმროში. ასევე, ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული ყველა შეზღუდვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ისარელში საქართველოს საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.