უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის განცხადებით, პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია.
მისივე შეფასებით, მსოფლიომ მიიღო სიგნალი, რომ რუსეთის რეჟიმი კრიმინალურია.
„ახლა, თუ პუტინი დატოვებს რუსეთს, მას დააპატიმრებენ ან გადასცემენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს. ახლა, მსოფლიო ლიდერები ორჯერ დაფიქრდებიან, სანამ მას ხელს ჩამოართმევენ და პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან. ეს არის კიდევ ერთი ნათელი სიგნალი, რომ პუტინის რეჟიმი კრიმინალურია", - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი.
ანდრის კოსტინის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი დეპორტაციის 16,000-ზე მეტი შემთხვევაა გამოძიებული.
„ჩვენ ვშიშობთ, რომ რეალური რიცხვები შეიძლება, უფრო მაღალი იყოს. რუსეთი ფაქტობრივად ანადგურებს ჩვენს მომავალს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები სახლში დავაბრუნოთ და საზარელი დანაშაულისთვის ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცეს", - აცხადებს უკრაინის გენპროკურორი.